სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა

16:27 - 12 იანვარი 2018 hits 867

2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 954 397 შეადგინა. გასულ წლის ყველაზე პოპულარული მიმართულება პრომეთეს მღვიმე იყო, რომელსაც 163 941 ტურისტი ეწვია.

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს შორისაა: მარტვილის კანიონი - 147 374 ტურისტი; ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085 ტურისტი; სათაფლია - 85 526 ტურისტი; ოკაცეს კანიონი - 73 113 ტურისტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%; მარტვილის კანიონი - ზრდა 136%; ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%; თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%; მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა 41%; ოკაცეს კანიონი - ზრდა 40%; პრომეთეს მღვიმე - ზრდა 19%.

2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა - გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]