weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სახელმწიფო შპს „მექანიზატორი“ 7 408 600 ლარად 130 ახალ ავტომანქანას ყიდულობს

16:36 შაბათი, 20 იანვარი 2018

სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მექანიზატორმა“ 130 ერთეული უახლესი „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 7 408 600 ლარია გამოყოფილი.

შესყიდვის ელექტრონული პროცედურა სპეციალიზებული კლასის უახლესი ავტომანქანების შესყიდვისთვის შპს „მექანიზატორმა“ 2018 წლის 18 იანვარს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 24 იანვარს დასრულდება. 

თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 57 000 ლარს შეადგენს. მათი შემსყიდველისათვის მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 მარტამდე უნდა მოახდინოს. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს ახალი, უნაკლო, ექსპლუატაციაში არმყოფი, მარცხენასაჭიანი, თეთრი ან რუხი ფერის.

შპს „მექანიზატორი“ 2009 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა. საწარმოს კაპიტალის 100 % წილის მფლობელია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ საწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]