weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პირველად საქართველოში ღვინის ეტიკეტზე ინფორმაცია ბრაილის შრიფტით დაიტანეს

15:41 შაბათი, 27 იანვარი 2018

საქართველოში პირველად ჩამოასხეს ღვინო, რომლის ბოთლზეც ინფორმაცია ბრაილის შრიფტით არის დატანილი. ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით საფერავი ღვინის მაღაზიებში 1-ლი თებერვლიდან გაიყიდება.

ღვინო კომპანია „ნავაზელმა“ ჩამოასხა, ბრაილის შრიფტით ეტიკეტის დამზადების ინიციატივა კი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფელს“ ეკუთვნის. „ნავაზელის“ დამფუძნებლის გურამ მეგრელიშვილის თქმით, საქართველო პოსტსაჭოთა ქვეყნებს შორის პირველია, სადაც ასეთი ღვინო გამოვიდა, მსოფლიოში კი ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით ღვინის ჩამოსხმის რამდენიმე პრეცედენტი არსებობს.

„მომხმარებელს, რომელსაც მხედველობა შეზღუდული აქვს, ბრაილის შრიფტის საშუალებით შესაძლებლობა ექნება თავად გაეცნოს ინფორმაციას ღვინის შესახებ - როგორ არის დაყენებული, რა ჯიშის ყურძენია და სად არის მოყვანილი, რომელ კერძთან უნდა მივირთვათ ის“, - ამბობს გურამ მეგრელიშვილი.

კომპანია „ნავაზელმა“ საწყის ეტაპზე 880 ბოთლი ბრაილის შრიფტიანი ღვინო ჩამოასხა. ბოთლის ფასი დაახლოებით 19 ლარი იქნება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]