weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქალების ამხანაგობამ მარნეულში 7 ჰექტარზე ჟოლოს და მაყვლის ბაღი გააშენა

16:27 შაბათი, 10 თებერვალი 2018

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ „ქართული კენკრა“, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში, 7 ჰექტარზე ჟოლოს და მაყვლის ბაღი გააშენა. ამხანაგობა თბილისში მცხოვრები 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ.

„ქართული კენკრა“ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53 305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35 805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17 500 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

ამხანაგობა სამომავლოდ გაშენებულ ბაღის ტერიტორიაზე ბიო მეურნეობის სტანდარტის აღებას გეგმავს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერის, ლევან დოლიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 672 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]