ივლისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

Bitfury-მ თბილისში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა

11:29 - 13 თებერვალი 2018 hits 495

ბლოქჩეინ ტექნოლოგიების კომპანია Bitfury-მ თბილისში, გლდანში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი ჩინური კომპანია Chong Sing Holdings-ია, რომელსაც აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე აქვს განთავსებული.

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ისახავს მიზნად.

„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას, გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე“, – აცხადებს ვავილოვი.

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2015 წელს გახსნა. რაც შეეხება Chong Sing Holdings-ს, კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]