weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

2018 წლის 2 თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 48 %-ით გაიზარდა

12:10 კვირა, 04 მარტი 2018

2018 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% უცხოელი.

საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.

2018 წლის 2 თვის მონაცემებთ, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება: თბილსის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს 954 397 ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. 2017 წელს ვიზიტორთა 57% ქართველი იყო, 43% კი უცხოელი.

გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს - 163 941; მარტვილის კანიონს - 147 374; ყაზბეგის ეროვნულ პარკს - 154 085; სათაფლიას - 85 526; ოკაცეს კანიონს - 73 113.

2017 წელს ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%; მარტვილის კანიონი - ზრდა 136%; ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%; თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%; მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41%; ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40%; პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]