weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პროექტს „დანერგე მომავალი“ სუფრის ყურძნის ჯიშები და ფისტა ემატება

12:15 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებების თანახმად, გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალი იზრდება. მთავრობის ინფორმაციით, პროგრამით უკვე განსაზღვრული მრავალწლოვანი კულტურების სახეობებს სუფრის ყურძნის ჯიშები და ფისტა ემატება.

„სახელმწიფო აფინანსებს 70 %-ს ნერგების საფასურს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე გათვალისწინებულია 50%-იანი გრანტი. დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებ ორ ახალ კულტურას: სუფრის ყურძნის წარმოებას -  ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ეს არის სუფრის ყურძნის ჯიშები და ასევე, ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში, საქართველოში კი ფისტას წარმოებისძალიან კარგი შესაძლებლობაა. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი დღეს თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის. მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლებისა და რათქმაუნდა, ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პოტენციალის განვითარებისთვის“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრტემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პროექტი „დანერგე მომავალი“ 3 წელია ხორციელდება. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ახალი ბაღები 4 700 ჰექტარზე გაშენდა. პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. 

პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლოვანი კულტურების სახეობები, რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში:

კახეთი: ვაშლი, ჟოლო, მაყვალი, გარგარი, კივი, ატამი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ზეთის ხილი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, თხილი, მსხალი, ალუბალი, კომში.

შიდა ქართლი: გარგარი, ნუში, შინდი, კაკალი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

ქვემო ქართლი: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი,  ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში.

მცხეთა - მთიანეთი: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

სამცხე - ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.

იმერეთი: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი.

რაჭა - ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, კომში.

სამეგრელო - ზემო სვანეთი:კაკალი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, მსხალი, ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი.

გურია: მაყვალი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, კაკალი.

აჭარა: კაკალი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]