weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქუვეითური ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს

10:38 ორშაბათი, 19 მარტი 2018

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ი ივნისიდან თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარულ ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.

ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია Jazeera-სთან მოლაპარაკებებს 2016 წლის მარტიდან აწარმოებდნენ.

„ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამი სიხშრით ოპერირებას გეგმავს, თუმცა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს მომავალში ფრენის სიხშირის გაზრდას. სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოთი, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებით დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ქუვეითი-თბილისს შორის მგზავრთა ნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 53%-ით.

თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით Jazeera Airways-ის პრეზიდენტი როჰიტ რამაჩანდრანი და ვიცე-პრეზიდენტი რაფიკ ბოღდადი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]