weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33 %-ით გაიზარდა

12:46 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში სიტყვა „ტურიზმი“ წარმატების სინონიმად გადაიქცა და ეს ყველაფერი ციფრებშიც აისახება. მარტში იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 292 017 შეადგინა, რაც 72 403-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე. ფიქსირდება +33%-იანი ზრდა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ ჯამში578 514  ადამიანს მიაღწია“, – განაცხადა  გიორგი ჩოგოვაძემ.

2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (133 448), სომხეთიდან (109 371), თურქეთიდან (100 721), რუსეთიდან (91 529) და ირანიდან (58 828) განხორციელდა.

„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო (+74%), გერმანია (+47%), ლატვია (+45%), ლიტვა +(35%) და საფრანგეთი (+25%).განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ისრაელი (+78%), ჩინეთი (+62%), ირანი (+46%), ინდოეთი (+43%) და აშშ (+35%).

2018 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოს 1 463 561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 196 584-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება (+15.5%)-იანი ზრდა“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა.

2018 წლის პირველი სამი თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში659 338 შეადგინა, რაც 144 933-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე და ფიქსირდება +28.2%-იანი ზრდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]