ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

არსებული საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა – მამუკა ბახტაძე

18:00 - 12 აპრილი 2018 hits 368

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას იწყებს, რაც ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას ითვალისწინებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და განსაკუთრებით სტარტაპებს.

„რეგიონებში პირადად ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, ვისაც ეს შეეხება. ასეთი საკმაოდ ბევრია, მაგრამ სახეზეა სხვა მნიშვნელოვანი ბარიერებიც. უპირველესად, სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა გვაქვს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 300 კომპანიის მიერ ფორმირდება, რაც ძალიან ცუდი ტენდენცია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის.

ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შანსს ფაქტობრივად არ იძლევა. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ჩვენს ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას სასტარტო „კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა“ ჰქვია“, – განაცხადა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]