სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

500 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა

22:34 - 13 აპრილი 2018 hits 363

სს „გეს საქრუსენერგომ“ 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულა. სამუშაოები, რომელიც 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, მოიცავდა იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების  შეცვლას, ასევე მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს და ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას.

აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე,  ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

დაგეგმილი სამუშაოები სრული მოცულობით განხორციელდა, „საქრუსენერგოს“ ბრიგადების და კონტრაქტორი კომპანიის პერსონალის ძალებით სულ 170 შუალედურ ანძაზე საერთო ჯამში შეიცვალა  5200 კოროზირებული, დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორი, ასევე, კუთხურ ანძებზე შეიცვალა გატეხილი იზოლატორები, სახაზო ელემენტები, დამონტაჟდა გამბრჯენები, შეკეთდა და შეიცვალა სადენები მარყუჟებში.

„საქრუსენერგოს“ განცხადებით, სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციისთვის, ასევე მოახლოებული წყალდიდობის სეზონისთვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას, რაც  ხელს უწყობს საქართველოს ელექტროსისტემის მდგრადობას.

 

[R] სს გეს „საქრუსენერგოს“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]