weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უცხოელებს შესაძლოა მიწა ჩამოართვან, თუ მას მიზნობრივად ან საერთოდ არ დაამუშავებენ

22:18 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. დანელიას თქმით, არ არის გამორიცხული კანონპროექტში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულეების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არც ისე ცოტაა იმ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების კერძო საკუთრებაშია და რომლებიც არ მუშავდება. დანელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით გარკვეული მექანიზმების ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები იძულებული იქნებიან დაამუშაონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან გაასხვისონ და გასცენ იჯარით.

„დაახლოებით 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთია უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაში. ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებული იქნას ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ანუ მიზნობრივი ათვისება მოხდეს იმ სავარგულების, რომლის ძალიან დიდი ნაწილი დღეს მოცდენილია. იქნება სანქციები, არ გამოვრიცხავთ ექსპროპრიაციას. ეს იქნება საკომიტეტო მოსმენის საგანი, მაგრამ ამ ვერსიაში ჩვენ ამას მოვიაზრებთ“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2017 წლის 23 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც უცხოელებს ეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლება. მორატორიუმი ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე იქნება.

ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]