weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

18:19 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

93 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 300 ახალი სამუშაო ადგილი თბილისში, - მაღალტექნოლოგიური, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის პირველი ავიანაწილების საამქროს, ATC-ის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

თანამედროვე სტანდარტების ერთობლივი საწარმო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანია „Elbit Systems”-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი პროექტია,  Boeing-თან, Bombardier-თან და Airbus-თან ითანამშრომლებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ახლადგახსნილი მაღალტექნოლოგიური საწარმო პირველი მერცხალია საქართველოსა და ისრაელს შორის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივად შექმნის პროცესში.

„ეს არის პირველი ყველაზე მსხვილი ებრაული ინვესტიცია საქართველოში. კარგია, რომ ეს დაემთხვა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს 70 წლის იუბილეს და თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს, თორემ, მოგეხსენებათ, ორივე სახელმწიფო გაცილებით უფრო დიდი ხნისაა. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ერთობლივი საწარმოს გახსნა ასევე დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის სამინისტროების მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. დღეიდან დაიწყება მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც დადებს შედეგს. დარწმუნებულნი ვართ, რომ შედეგი დადებითი იქნება, საუბარია მხოლოდ ვაჭრობის რაოდენობრივ მაჩვენებლებში გამოხატვაზე. ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა დღეს ქარხნის გახსნაზე განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობა სულ რამდენიმე წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს მიაღწევს. დიდი იმედი მაქვს, ამ სავაჭრო ხელშეკრულებით და ასეთი ინვესტიციებით ეს რეალობა გახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]