weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალები განმარტა

23:25 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი შეისწავლეს.

მინისტრის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მათ მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია - ესაა უზრუნველყოფის წვდომა.

„აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად წყვეტს. პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია და ძალიან კარგი შედეგი აქვს, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მექანიზმია. ფონდის ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულ ბანკში მიდის სესხის ასაღებად, კომერციულ ბანკს საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიზნესს წვდომა ძალიან უადვილდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით მოიწვია.

„შარშან თურქეთს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ ზრდაში 2 % სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დამსახურება იყო - თურქეთში დღეს საკრედიტო-საგარანტიო სქემას 225 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა, თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მექანიზმი მუშაობს - ასეთი ინსტრუმენტი მხოლოდ ევროპის მასშტაბით 26 ქვეყანაშია დანერგილი, რაც ძალიან ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ფონდის ბიუჯეტს, მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობას უფრო დაზუსტებული ხედვები ექნება, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი და სახელმწიფომ რისკის რა თანაგაზიარება უნდა გააკეთოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]