weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა

14:13 პარასკევი, 11 მაისი 2018

ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, ვიზიტორთა ცენტრს, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო.

ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

„ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს რეგიონს მოახდინოს შემოსავლების გენერირება“,- განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისმა ღირებულებამ 1,7 მილიონი ლარი შეადგინა.

ხერთვისის ციხე X – XVIII საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ის სოფელ ხერთვისში, ზღვის დონიდან 1126 მეტრზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული. ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. ციტადელი კლდის ვიწრო თხემს მიუყვება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან საკმაოდ მიუდგომელია. ციტადელის შიდა ტერიტორია ბურჯებიანი ზღუდითაა შემოვლებული და რამდენიმე მონაკვეთად იყოფა. ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან ციხეს აკრავს გალავანი, ჩრდილო-დასავლეთით კი წყალზე ჩასასვლელი გვირაბია.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]