weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საგრანტო კონკურსი რეგიონებში სასათბურე წარმოების განვითარებისთვის

16:44 ორშაბათი, 14 მაისი 2018

USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს  ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით  ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.

შიდა ქართლის რეგიონში სამიზნე სოფლებია: ლამისყანა, ქვემო ჭალა, კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი); ტირძნისი, ნიქოზი, ახალუბანი, შინდისი, შავშვები, ზეღდულეთი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, მერეთი, დიცი (გორის მუნიციპალიტეტი); დვანი, ავლევი, დირბი, ბრეძა, ფცა (ქარელის მუნიციპალიტეტი); წაღვლი, ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი);

მცხეთა - მთიანეთის რეგიონში: მჭადიჭვარი, გრემისხევი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში: შამგონა, რუხი, კოკი, ჩხორია, ორსანტია, ახალი აბასთუმანი, განმუხური, რიყე, დარჩელი, ანაკლია, ცაიში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი); მუჟავა, ფახულანი, ლია, ჭალე, ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი);

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში: ახალციხე, ურაველი, აწყური, მინაძე, სხვილისი, ფერსა, წყრუთი (ახალციხის მუნიციპალიტეტი); ნინოწმინდა, ფოკა, განძა, დიდი ხანჩალი, სათხე (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი); გოგაშენი (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი); ნაქალაქევი, ხიზაბავრა (ასპინძის მუნიციპალიტეტი); აბასთუმანი, ვარხანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი); ბორჯომი, დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

ქვემო ქართლის რეგიონში: ალგეთი, დამია-გეურარხი, კაპანაჩხი, შულავერი, წერეთელი (მარნეულის მუნიციპალიტეტი); აკაურთა, ნახიდური, რაჭისუბანი, ტალავერი, ქვეში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი); წალკა, ავრანლო, ბარეთი, ბეშთაშენი, კუში (წალკის მუნიციპალიტეტი);

კახეთის რეგიონში: დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო, საკობიანო, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, ომალო, ახმეტა, მატანი (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (1000 მ2-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს 50 სათბურისა.

საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდ. მეწარმედ, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა, და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

საქართველოში ფერმერთა დიდი უმრავლესობა აწარმოებს ბოსტნეულს, მარწყვსა და მწვანილს ღია გრუნტზე. მოსავლის აღება ემთხვევა პერიოდს (მაგ. ივნისი-სექტემბერი), როცა აღნიშნულ პროდუქტებზე მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, რაც თავის მხრივ იწვევს ბაზრის გაჯერებას და ფასების ვარდნას. სწორედ ამიტომ, ფერმერებს უწევთ გაყიდონ საკუთარი მოსავალი მაშინ, როდესაც ბოსტნეულის, მარწყვის და მწვანილის  საბაზრო ფასები ყველაზე დაბალია. პროექტი ზრდა გეგმავს ხელი შუწყოს ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის წარმოებას სათბურებში, თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიისა და საწარმოო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა მისცემს ფერმერებს შესაძლებლობას, რომ გაახანგრძლივონ პროდუქციის წარმოების ციკლი. ამ გზით ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა ბაზარზე შეიტანონ პროდუქცია მაშინ, როცა ფასები მაღალია და შესაბამისად მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.    

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შევსებული განაცხადი 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. 

განაცხადის ფორმა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]