weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ჩინური კომპანია საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს

12:03 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“ საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. საბურავების გარდა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, კომპანიის თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის შესახებ უახლოეს მომავალში იქნება განხილული, როდესაც მომზადდება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]