weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

როგორ დავაღწიოთ თავი ვალებს და ვიცხოვროთ წარმატებულად

16:08 ორშაბათი, 21 მაისი 2018

ძალიან ხშირად დაუფიქრებლად აღებულ სესხს მივყავართ ვალების ორმოში გადავარდნისკენ. შემდგომ კი ისე ჩანს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. თუმცა, არ ღირს იმედის დაკარგვა. პრაქტიკულად ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის ნახვა! დასაწყისისთვის აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და ფხიზლად გააკეთეთ თქვენი მდგომარეობის ანალიზი. ეცადეთ გვერდზე გაწიოთ თქვენი შიშები და ემოციები, რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ ისინი გიშლით ხელს მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. შეადგინეთ მოქმედების სწორი გეგმა ვალებთან საბრძოლველად და ზედმიწევნით მიჰყევით მას.


გაანალიზეთ თქვენი ვალები

უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა შეაგროვოთ მთელი ინფორმაცია თქვენი ვალების შესახებ. კერძოდ, თითოეული სესხის საპროცენტო განაკვეთისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების აუცილებელი გადასახადების შესახებ, ერთი სიტყვით ინფორმაცია სესხების სრული საფასურის შესახებ. გაარკვიეთ გაგაჩნიათ თუ არა ვადაგადაცილებები და რამდენს შეადგენს ვადაგადაცილების ჯარიმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ყურადღებით წაიკითხეთ სესხის ხელშეკრულება. მასში თქვენ ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას საპროცენტო განაკვეთის, გადახდების, ჯარიმებისა და საურავის შესახებ. გარდა ამისა, მასში შეიძლება იყოს გაწერილი სესხის გაგრძელების ან გადავადების შესაძლებლობები.

დარწმუნდით ასევე იმაში, რომ თქვენ თანამშრომლობთ ლეგალურ მსო-სთან (მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან), რადგან ზოგიერთმა კრედიტორმა შეიძლება შეგიყვანოთ შეცდომაში იმის მტკიცებით, რომ გაძლევენ სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, თუმცა სინამდვილეში თქვენი ვალი გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ყველა ზემოაღნიშნული ეტაპის შემდეგ, დარჩა მხოლოდ იმის გარკვევა თუ რა თანამიმდევრობით გაისტუმრებთ თქვენ ვალებს.


სესხების დაფარვა

ყველაზე პირველი და სწორი ნაბიჯი იქნება კრედიტორების ნდობის მოპოვება. ეცადეთ თავიდან მიმართოთ მათ და აუხსნათ შექმნილი ვითარება. არცერთ შემთხვევაში არ დაელოდოთ იმას, რომ თქვენით დაკავდებიან კოლექტორები, რადგან ასე თქვენ შეიძლება მხოლოდ გაართულოთ თქვენი ფინანსური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შემდეგი მოქმედება უნდა იყოს სესხის ან კრედიტის დადგენა, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი და პირველ რიგში მისი დაფარვა. ასეთი სესხის სწრაფად გადახდისას, თქვენ დაზოგავთ ფულს, რომელიც წავიდოდა პროცენტების გადახდაზე. ასევე მიაქციეთ ყურადღება სხვა დავალიანების გადახდის ვადებს, რადგან სესხის დაბრუნება ვადაში დაგიცავთ საურავის და ჯარიმის დარიცხვისგან.

თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება დაფაროთ ყველა კრედიტი დროულად, მაშინ გაარკვიეთ მათგან რომელზეა გათვალისწინებული მაღალი ჯარიმები, ხოლო რომელზე დაბალი და იმოქმედეთ თანამიმდევრობის შესაბამისად, ან ეცადეთ სესხის გახანგრძლივება. ასეთი ქმედება დაგეხმარებათ აიცილოთ ვადაგადაცილების მაღალი ჯარიმები. ასევე, მოგცემთ დამატებით დროს ფულის მოსაპოვებლად. არ ღირს სესხის რეფინანსირების შესაძლებლობისთვის გვერდის ჩავლა, ასეთი პროცედურა მიუხედავად იმისა, რომ არ არის უფასო, მაინც გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ძალიან ბევრი დავალიანება გაქვთ სხვადასხვა მსო-ში და მათზე მუდმივად ირიცხება პროცენტი. ასევე სესხის ან კრედიტის რეფინანსირების დახმარებით, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ კოლექტორების ვიზიტი, მათი მუქარა და სხვა უსიამოვნება.

როდესაც სიტუაცია იმდენად ცუდად არის და თქვენ გეჩვენებათ, რომ უკვე არ არსებობს არავითარი გამოსავალი და ვერაფერი დაგეხმარებათ, მაშინ არ რჩება სხვა გამოსავალი თუ არა გაკოტრება (ბანკროტობად გამოცხადება). ასეთი პროცედურა საკმაოდ რთულია და ფინანსური მმართველის მონაწილეობის გარეშე ვერ ჩაივლის. ის გააანალიზებს თქვენს ვალებს და ეცდება კრედიტორებთან კომპრომისის მიღწევას. უარეს შემთხვევაში სახელმწიფომ შეიძლება ჩაგთვალოთ გადახდისუუნაროდ და ჩამოგიწეროთ ყველა ვალი.

ასევე, უახლოეს დროში ზოგიერთ ქვეყანაში დაგეგმილია საკრედიტო ამნისტიის შესახებ კანონის მიღება. ამ პროექტის წყალობით კეთილსინდისიერი მსესხებლები შეძლებენ ვალის თანხის შემცირებას, რომელიც წარმოიქმნა სესხის ან კრედიტის ვადაგადაცილების მიზეზით, ასევე ყველა დავალიანების დაფარვის შემდეგ შეძლებენ უარყოფითი ჩანაწერების მოშორებას საკრედიტო ისტორიიდან.

საქართველოში მოსალოდნელი და უკვე განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც სწრაფ ონლაინ სესხებს შეეხო და შეეხება, გაეცანით აღნიშნულ სტატიაში ამ ლინკზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი რა დადებითი და უარყოფითი გავლენები ექნება აღნიშნულ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის.


ეცადეთ არ გაიმეოროთ ვალებში ჩაძირულთა შეცდომები

ადამიანების უმრავლესობას სჯერა ე.წ. „ხელსაყრელი პირობების“. თუმცა პირველ რიგში ისინი ხელსაყრელია ბანკებისთვის და არა კლიენტებისთვის. ბანკები სთავაზობენ სესხებს მინიმალური პირველადი შენატანით და ძალიან დაბალი ყოველთვიური გადახდებით. ასეთ პირობებში კლიენტი თავის თუნდაც მცირე სესხის გადახდას შეიძლება მოუნდეს მთელი ცხოვრება. ამასთან, სესხის ორმაგი ან ზოგჯერ სამმაგი საფასურის გადახდით . ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები გხვდება მცირე სესხის აღების დროსაც კი მსო-ში. ამიტომ თქვენთვის სასარგებლო იქნება თუ გეცოდინებათ, რომ მრავალ ქვეყანაში კანონის მიხედვით, სესხის საპროცენტო განაკვეთი არ შეიძლება იყოს მეტი, ვიდრე სესხის სამმაგი ღირებულება, უარეს შემთხვევაში, ეს იქნება მსესხებლის უფლებების პირდაპირი დარღვევა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო განაკვეთისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სესხების შედარების საიტს Fulex.ge , რათა დაწვრილებით შეიტყოთ ინფორმაცია ამა თუ იმ მიკროსაფინანსოს შესახებ და გონივრულად აირჩიოთ კომპანია, რომლისგანაც ონლაინ სესხს აიღებთ.

მეორე შეცდომა, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული - ეს არის ლომბარდებში მიმართვა, ვადაგადაცილებული ვალებისა და ჯარიმების გადახდისთვის ფულის მიღების მიზნით. ასეთ დაწესებულებებს ყველაზე ხშირად მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილი მოვალეები, რომლებიც ცდილობდნენ მიეღოთ მორიგი სესხი ძველის გადასაფარად, მაგრამ მიიღეს უარი. ასევე ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში, ხშირად ვერ პოულობენ თავისი პრობლემის გადაჭრის სხვა საშუალებას, გარდა გირაოთი სესხისა და დაკრედიტების გამოყენებისა. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ, რომ მსგავსი ქმედებები იწვევს უფრო სერიოზულ პრობლემებს. ასეთი მოვალეები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული ვალებზე და გააჩნიათ ყველა შანსი დაავადდნენ კრედიტომანიით.

ბევრი ცდუნება აქვს საკრედიტო ბარათსაც. ის ფაქტი, რომ ის სულ ხელთ არის და მასზე არის ფული - გიბიძგებთ იმპულსური შეძენისკენ და უაზრო ხარჯვისკენ. ბანკები ახლა სულ უფრო ეშმაკურად უდგებიან ამ საკითხს და შემოაქვთ ახალი მომსახურებები: მაგალითად, ქეშბექი. გარკვეულ მაღაზიებში შენაძენისთვის კლიენტს უბრუნდება უკან ბარათზე რაღაც პროცენტი ფულად ეკვივალენტში. ეშმაკობა მდგომარეობს იმაში, რომ დაბრუნება ხდება გარკვეული თანხის დაგროვების შემდეგ. ზოგიერთი სპეციალურად ყიდულობს არასაჭირო საქონელს, რათა უფრო სწრაფად დააგროვოს ქეშბექი და გამოიტანოს ბარათზე რამდენიმე დამატებითი ფულადი ერთეული. მოგებაში რჩება გამყიდველი და ბანკი, ხოლო ბარათის მფლობელი ხარჯავს სულ უფრო მეტ ნასესხებ ფულს, დაზოგვისა და შემოსავლის ცრუ იმედით.

 

მოვიძიოთ ფული სესხ(ებ)ის დაფარვისთვის 

  • მაქსიმალურად შეამცირეთ თქვენი დანახარჯები. კარგად დაფიქრდით რომელ ხარჯებზე შეიძლება თქვათ უარი, რომელი კი - შეამციროთ. მაგალითად, თუ არის ასეთი შესაძლებლობა, გადადით საცხოვრებლად უფრო პატარა ბინაში, დაზოგეთ წყალი, დენი, სითბო. შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ რესტორნებისა და კაფეების სტუმრობა, გამოიყენეთ დისკონტური და სააქციო ბარათები და ყველა შესაძლებელი აქცია პროდუქტების შესაძენად. მოერიდეთ იმპულსურ დანახარჯებს, ხოლო ყოველი შეძენის დროს ეცადეთ კარგად დაფიქრდეთ მართლა გჭირდებათ თუ არა ეს ნივთი, თუ ეს მორიგი ახირებაა. ზოგადად, შენაძენთან დაკავშირებით სულ უმჯობესია ოდნავ დალოდება, რადგან დრო გიჩვენებთ რამდენად გჭირდებათ თქვენ ეს თუ ის ნივთი.
  • აკონტროლეთ თქვენი ფინანსები. ჩაიწერეთ თქვენი შემოსავალი და გასავალი. შეეცადეთ ეს გააკეთოთ მთელი თვის მანძილზე. ჩაიწერეთ რამდენს ხარჯავთ გადასახადებზე, სადაზღვევო შენატანებზე, ტანსაცმელზე, შეეცადეთ გამოიყვანოთ საშუალო თვიური რიცხვი. ასევე ჩაიწერეთ ყველაზე მცირე და გაუთვალისწინებელი ხარჯები. თვის ბოლოს გააკეთეთ თქვენი ფინანსური ცხოვრების ანალიზი და შეეცადეთ, რაც შეიძლება დაწვრილებით შეადგინოთ თქვენი ბიუჯეტი მომდევნო თვეებზე. სრულიად დაიცავით თქვენს მიერ შედგენილი ბიუჯეტი, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს.
  • გაზარდეთ თქვენი შემოსავალი. დიდი ალბათობით თქვენ გექნებათ ისეთი ნივთები, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ, მაგრამ მათი გადაგდებაც გენანებათ. შეიძლება მათი გაყიდვა, მაგალითად ინტერნეტის მეშვეობით ან საკომისიო მაღაზიაში ჩაბარებით. თანაც, შეიძლება დამატებითი სამუშაოს მოძებნა შაბათ-კვირას ან რეპეტიტორობის ცდა. არ გადააგდოთ გამოყენებული ტარა, ძველი ჟურნალ-გაზეთები, შეიძლება მათი ჩაბარება მცირე, მაგრამ მაინც ფულის სანაცვლოდ. შეიძლება თქვენ გაგაჩნიათ ჰობი, რომლითაც შეიძლება ცოტაოდენი ფულის შოვნა. ერთი სიტყვით, ეძიეთ დამატებითი გზები დამატებითი შემოსავლის გასაჩენად. არ დატოვოთ უყურადღებოდ უმნიშვნელო ფულადი სახსრების მიღების შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში, თქვენ შეიძლება ძალიან სასიამოვნოდ გაგაოცოთ მთლიანმა თანხამ, რომელიც შეგროვებული იქნება პატარ-პატარა ნაწილებით. თუმცა ფრთხილად იყავით! არ ეძიოთ იოლი გზები და არ დაიჯეროთ სწრაფი შემოსავლის ან საეჭვო ფირმებში ინვესტიციებისგან ზე-შემოსავლის დაპირებებს, რადგან ძალიან ადვილია მორიგ ფინანსურ პირამიდაში მოხვედრა, უკანასკნელი ფულის დაკარგვა და ვალების ორმოში კიდევ უფრო ღრმად ჩაძირვა.

 

 ვალების ორმო წარსულშია, რჩევა მომავლისთვის 

საუკეთესო გზა მომავალში დაიზღვიოთ თავი ვალების ორმოსგან, ეს არის დაივიწყოთ სესხების შესახებ, როცა იცით რომ ვერ გადაიხდით მას. ეცადეთ იცხოვროთ თქვენი სახსრებით და არ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე შოულობთ. თუმცა, თუ ჩნდება უკიდურესი აუცილებლობა ისარგებლოთ სესხის მომსახურებით, გახსოვდეთ მსესხებლის მარტივი წესების შესახებ.

1) სესხის თანხა უნდა იყოს თქვენ წლიურ შემოსავალთან შედარებით 10 ჯერ ნაკლები.

2) არ აიღოთ ერთად რამდენიმე სესხი.

3) დააბრუნეთ სესხი დროულად.

[R] პარტნიორის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]