weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

11-მა ქართულმა ღვინომ პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა

10:59 სამშაბათი, 22 მაისი 2018

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS - 2018“ ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები - 2 ტროფი და 9 ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სულ კონკურსზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 18 სახეობის ქართული ღვინო.

უმაღლესი შეფასება მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა: ტროფი (Grand Gold) - კახური წარჩინებული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“; ალავერდი ტრადიციული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“. ოქრო (Gold) - საფერავი რეზერვი, 2010 წ. - კომპანია „ბადაგონი“; კახური წარჩინებული, თეთრი, 2014 წ. - კომპანია „ბადაგონი“; საფერავი 2016 წ. - „ვაზიანი კომპანი“; მწვანე 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“; ქისი 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“; საფერავი 2017 წ. - კომპანია „ასადელი“; რქაწითელი ქვევრი, 2017 - კომპანია „ასადელი“; წინანდალი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“; საფერავი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“.

აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. კონკურსი „GALICJA VITIS“ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი 18 ქართული ღვინიდან 11-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში. ეს ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში“ - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამთა ყველაიძემ.

კონკურსზე სულ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 10 ქვეყნის 400-მდე სახეობის ღვინო.

კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]