ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32 %-ით გაიზარდა

13:09 - 06 ივნისი 2018 hits 120
ფოტო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო ფოტო: გაერთიანებული აეროპორტები საქართველო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1 608 124 მგზავრი, რაც 32 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1 220 595 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის 5 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 327 544 მგზავრს მოემსახურა, რაც 32 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1 005 584 მგზავრი); ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 5 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 20 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142 499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171 064 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109 516-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 51 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72 512 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში 2 150-მა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113 რეისი შესრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]