weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

13:01 პარასკევი, 08 ივნისი 2018

აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, - პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.

აჭარაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე ბუნებრივი აირით 11 000 აბონენტის მომარაგებას უზრუნველყოფს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში, ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს.

„გარდა ამისა, დაიზოგება ჩვენი ხე-ტყის ოქროს ფონდი, რომელიც არ უნდა იჩეხებოდეს იმისათვის, რომ ადამიანები ზამთარში თბილად იყვნენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 2013-2017 წლებში საქართველოში მოხდა 262 ათასი ოჯახის გაზიფიცირება 815 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები 13 459 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]