აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

შვეიცარიული აგრარული სკოლა დმანისში კოლეჯს ააშენებს

12:04 - 11 ივნისი 2018 hits 215

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“, შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით არანაკლებ 10 მოსწავლეზე გათვლილ კოლეჯს და საცხოვრებელ კამპუსს ააშენებს. კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში. პროექტის მიხედვით მოეწყობა ფერმა და აგრო-ტექნიკის ფარეხი.

კოლეჯის ასაშენებლად „შვეიცარიული აგრარული სკოლა-კავკასიას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ სარკინეთში მდებარე 20 427კვ.მ. სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადასცა. კომპანია 350 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ კოლეჯში სასწავლო პროგრამა იქნება შვეიცარიული აგრარული სკოლების პროგრამის იდენტური და დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ცოდნა მიიღონ მეცხოველეობაში, კვების მენეჯმენტში, რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]