weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

როგორი იქნება ტურისტული ცენტრი ენგურჰესის კაშხალზე [Video]

18:40 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე ტურისტული ცენტრის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტულ ზონაში მოეწყობა სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი, ექსტრემალური კომპონენტების შემცველი ატრაქციები, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი კაშხალზე (280 მ), რეგიონში ყველაზე გრძელი ე.წ „ზიპ ლაინი“, ღია საკონცერტო სივრცე, სარეკრეაციო-გასართობი ზონები, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, გადასახედი მოედნები და ვიზიტორთა შემეცნებითი სივრცე.

ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონის მოწყობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ივლისში განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, ამ პროექტის ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ში არსებობს, კერძოდ, ტურისტული კომპლექსი მოწყობილია კალიფორნიის შტატში მდებარე ჰუვერის ჰიდროელექტროსადგურზე.

„სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება, განხორციელების ვადა 5 წელია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მცხოვრებლებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგრძე - 728 მეტრია. 2015 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ენგურის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]