weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

13:22 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

მიწის ნაკვეთების სპეციალური წესით რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი, რომლის ვადა 2018 წლის 1 ივლისს იწურებოდა, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გუშინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება. 

მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო პროექტი, რომელიც საკუთრების უფლების უსასყიდლო რეგისტრაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან შევიდა ძალაში, მისი მოქმედების ვადა კი 2018 წლის 1-ელ ივლისს იწურება. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა 488 517 მიწის ნაკვეთი, სხვადასხვა უწყებებში დოკუმენტების მოძიება მიმდინარეობს 60 617 მიწის ნაკვეთზე, 23 813 განცხადება კი მუნიციპალიტეტების მერიებთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიების წარმოებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]