ივლისი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

2 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 2.955 ტონა ატამია ექსპორტირებული

17:53 - 03 ივლისი 2018 hits 267

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 2.955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2.610 ტონით (9-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სამინისტროს განცხადებით, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს, ექსპორტირებული ხილის საერთო ღირებულება კი 1.619 ათასი აშშ დოლარია.

ატმის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანში (17,4 %), სომხეთში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.

„ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას“, - განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 10-15 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც ატმის რთველი აქტიურ ფაზაში შევა, ატამს ორი გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს: თელავში კომპანია „ჩინებული“ და გორში „კულა“. საჭიროების შემთხვევაში, გაიხსნება გურჯაანში არსებული ქარხანაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]