weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შირაქში ხორბლის აღების დროს კომბაინს ცეცხლი გაუჩნდა

17:49 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018
ფოტო: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ფოტო: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია

შირაქში, დიდნაურის ტერიტორიაზე ხორბლის აღების დროს შპს „მექანიზატორის“ კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ხანძარი ასაღები ხორბლის ყანაზეც გავრცელდა. დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი ტერიტორია, ერთ ტონამდე ხორბლის მოსავალი კი განადგურდა.

მალხაზ მერაბიშვილის ინფორმაციით, არსებობდა ხანძრის მეორე კომბაინზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა, გაკეთდა ხნულები და ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული. მისივე თქმით, მომხდარი ინციდენტი მარცვლეულის აღების პროცესს არ შეაფერხებს. 

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხანძარი ყოველ წელს ჩნდება და ჩვენც მზად ვართ მსგავსი შემთხვევებისთვის. ცეცხლი, სავარაუდოდ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა. 20 ჰექტარზე მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე აღებული იყო“, - უთხრა „რეგინფოს“ მერაბიშვილმა. 

დიდნაურის ტერიტორიაზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების მიზნით მობილიზებულია შპს „მექანიზატორის“ 102 კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]