სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 31 %-ით გაიზარდა

11:50 - 05 ივლისი 2018 hits 2366

2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 151 მგზავრს მოემსახურა, რაც 31 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1 607 892 მგზავრი). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

2018 წლის ექვს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 675 073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1 287 275 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იანვარ-ივნისში მგზავრთა ნაკადი 28 %-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტი 183 632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234 679 მგზავრი შეადგინა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 190 272 მგზავრმა ისარგებლა, რაც 43 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133 424 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის ექვს თვეში 3063 მგზავრმა ისარგებლა. ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]