ივლისი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

16:26 - 12 ივლისი 2018 hits 235

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და კობთან დასრულდება. 

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. პირველ ლოტზე, რომელიც 10 კმ-იან გზას და 9 კმ-იან გვირაბს მოიცავს, ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 29 აგვისტოა.

"ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და მგზავრობა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი", - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]