weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფლებში ჭარბი მოსახლეობაა და მათი გაწოვა ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს - ლევან ვეფხვაძე

09:57 პარასკევი, 13 ივლისი 2018

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის („ჯი–აი–ჯი“) გენერალური დირექტორის მრჩეველი, პარლამენტის ყოფილი წევრი „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკას ინდუსტრიული წარმოების განვითარება აკლია.

„ამ კუთხით საკმაოდ დიდი წყვეტა არსებობს ქვეყანაში, რადგან საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველო აგრარული ქვეყანა იყო და ვერავინ იტყვის, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება გვქონდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მიმართულება უნდა იყოს ტექნოლოგიების შემოტანა, ინვესტიციების შემოტანა და ამ კუთხით ინდუსტრიული წარმოების განვითარება, იმიტომ, რომ დღეს სოფლებში არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა სწორედ ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში „საქმის კურსი“.

„ჯი–აი–ჯი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფია. მისი შვილობილი კომპანიაა „საქნახშირი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]