weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყვარელში სატესტო რეჟიმში ვენახების კადასტრის პროგრამა ამუშავდება

16:13 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

მიმდინარე წლის რთველის პროცესში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში ამუშავდება ვენახების კადასტრის საპილოტე პროგრამა. პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩაერთვებიან ის სუბიექტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი ზომის ვენახები (≥ 7.0 ჰა) ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქინძმარაულისა და ყვარლის მიკროზონებში.

პილოტ-პროექტის პირველი ეტაპისთვის შეირჩა 67 სუბიექტი, რომლებიც ამ რეგიონში ფლობენ ჯამში დაახლოებით 2200 ჰა ვენახს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს რთველის დროს ყურძნის ჩაბარების პროცესში საკადასტრო მონაცემების გამოყენების პირობები გააცნეს. სააგენტოს ვენახების კადასტრის ჯგუფმა ფერმერებს წარუდგინეს საქართველოს ვენახების კადასტრის აგების პრინციპები, მისი რეალიზაციის გზები, აქამდე შესრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში, ასევე მიმდინარე სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის მონაწილეებს მონიტორინგისათვის გადაეცათ საკუთარი ვენახების საკადასტრო ამონაწერები.

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]