weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აჭარაში მოტოდელტაპლანების ოპერატორების ნაწილს ფრენა აეკრძალა

16:25 შაბათი, 28 ივლისი 2018
ფოტო: Batumelebi.ge ფოტო: Batumelebi.ge

აჭარაში მოტოდელტაპლანების ოპერატორების ნაწილს სანაპირო ზოლში ფრენა აეკრძალა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, საუბარია არარეგისტრირებულ და ხელნაკეთ მოტოდელტაპლანებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს.

„სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევიდან ირკვევა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) და შესაბამისად, მწარმოებელი ვერ უზრუნველყოფდა გაურკვეველ პირობებში და გაურკვეველი კომპონენტებით დამზადებული აპარატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენას.

ვინაიდან მოტოდელტაპლანების მფლობელებმა სააგენტოში ვერ წარმოადგინეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მათი კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რეგისტრაცია“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, მოტოდელტაპლანების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია როგორც ოპერირების ზონაში სხვა საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებისთვის, ისე მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვასილ ტაკიძემ, რომელიც დელტაპლანების გაქირავებით არის დაკავებული, აჭარის მთავრობის სახლთან ხეზე ხელი ლურსმით მიიჭედა. ტაკიძის თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მას ფრენა აუკრძალა და საფრენი აპარატების შესყიდვის დოკუმენტაცია მოსთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]