weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

11:14 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილას ისევ რუსეთია 28 564 609 ბოთლით.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში მეორე ადგილზეა უკრაინა (5 040 319),  ჩინეთი  (3 514 066), ყაზახეთი  (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618).  

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 67% (50 062), პოლონეთი - 32% (1 886 618),  აშშ - 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 68% (30 456), გერმანია - 32% (308 734), ლიეტუვა - 21% (265 062), ნიდერლანდები - 17% (38 799), ლატვია - 16% (966 726), ესტონეთი - 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი - 41% (1 996 860), უკრაინა - 38% (5 040 319), რუსეთი - 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.                   

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 7% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]