weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

12:57 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონტრაციო ბაზა გაიხსნა, რომელიც 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

ლესიჭინეს მეურნეობაში ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებსა და თაფლოვან მცენარეებზე კვლევებთან ერთად, იშვიათი ვაზის ჯიშების (ჩეში, ჩექობალი, ჭვიტილური, ჩეჭიპეში, ჭუბერი, დუდღუში, გოდაათური, კოლოში, მაჭყვატური) პოპულარიზაცია მიმდინარეობს.

„სამეგრელოს რეგიონში  საუკეთესო ჯიშების გამოვლენა-პოპულარიზაციის მიზნით, ლესიჭინეს ბაზაზე გაშენებულ ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]