weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ლარის მერყეობა ეკონომიკისთვის უსაფრთხოების ბალიშის შექმნის საშუალებას გვაძლევს – ქობულია

13:10 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

„ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას. ლარის მერყეობა გარკვეულწილად გვიცავს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„ერთ-ერთ ძირითადი ბერკეტი კურსის გასამყარებლად არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერება. ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორია ისეთი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი. თუ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ძირითადი ვაჭრობა ხდება, უფასურდება ვალუტა, ეს ზემოქმედებს ჩვენს ვალუტაზე. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?!“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ეროვნულ ბანკთანაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვს. როგორც ქობულიამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პოლიტიკასა და საქმიანობას დადებითად აფასებენ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.57 ლარი გახდა. გუშინ დოლარი 2.60 ლარი ღირდა, გუშინწინ კი 2.63 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]