weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გერმანია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 150 მილიონ ევროს გამოუყოფს

17:14 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტი მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და დაახლოებით 2022 წლისთვის დასრულდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განაცხადა, გაზსაცავი სტრატეგიული ობიექტია, რომელსაც მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. მისივე თქმით, გაზსაცავში ის გაზი დაგროვდება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში მოსახლეობის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

„შაჰდენიზის მეორე ფაზის შედეგად საქართველო მიიღებს მეტ იაფ ბუნებრივ აირს. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ გაზსაცავის მშენებლობა იაფი გაზის მიღების პროცესის დაწყებამდე, რათა იქ დაცული გაზი ზამთარში პიკური მოხმარების დროს გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, გაზსაცავის მშენებლობით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]