weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბათუმში ხანძრის შედეგად 10 სავაჭრო ობიექტი დაიწვა და დაზიანდა

10:13 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი მაღაზია დაიწვა და დაზიანდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გვიან ღამით ცეცხლი სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა და დანარჩენ შენობებშიც სწრაფად გავრცელდა. ხუთი მაღაზია სრულად არის დამწვარი.

ასევე დამწვარია სავაჭრო ცენტრის სახურავი - ჯამში 560 კვ.მ. ფართობი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის სწრაფ გავრცელებას მაღაზიებში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.

„ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 65 მეხანძრე. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]