weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დღგ-ს რეფორმით წელს ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნებას ვგეგმავთ - პრემიერი

15:51 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს რეფორმით წელს ქართული ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხის დაბრუნება იგეგმება. პრემიერმა ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ძალიან მარტივი და კომფორტულია.

„აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქართულ ბიზნესს ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო საწარმოში ან საგადასახადო ორგანოების, უმრავლეს შემთხვევაში კი - ფინანსური პოლიციის შესვლასთან. ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი ძალიან დააზარალა. ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ ბიზნესს, მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დღგ-ს რეფორმის ფარგლებში, 1-ლი იანვრიდან დღემდე მთავრობის მიერ კერძო სექტორისთვის დაახლოებით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]