weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა

09:47 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან სურგულაძე შეარჩია. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, სურგულაძის თანამდებობაზე დანიშვნისას მისი პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაითვალისწინეს.

საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა და პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 70 განაცხადი მიიღეს, საიდანაც ფინალური ეტაპისთვის რვა კანდიდატი შეირჩა. სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბერს შერჩეულმა პირებმა გასაუბრება გაიარეს, რის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა.

ვებ-გვერდ www.hr.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებული იყო, რომ დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნებოდა.

ლევან სურგულაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის და მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ფიზიკაში მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან (მოსკოვი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ), ფილოსოფიის დოქტორის (PhD) კურსი ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ). 2011 წელს ლევან სურგულაძე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ დაინიშნა, 2014 წლიდან კი კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]