weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ეკონომიკა

საქსტატმა მაისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა. აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო, ხოლო მარტში – 11.8%.

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი აცხადებს, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 25%-ით გაზრდის თაობაზე არარეალურია.

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ქარხნებში დასაქმებულები დღეიდან, 31 მაისიდან გაიფიცნენ. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე IDS Borjomi Georgia მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ნათია თურნავა შესაძლოა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე აირჩიონ. მისი კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა 23 მაისს წარუდგინა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.90 ლარი გახდა, ხოლო 1 ევროს – 3.07 ლარი. დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 19.4% შეადგინა. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2021 წელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში შეინიშნებოდა ინფლაციის ზრდის პროცესი. უკრაინაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, სასურსათო და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ, ინფლაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა. როგორც სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, სესხები, რომლებსაც პენსიონერებზე გაიცემა, რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ხორბლის იმპორტი დიდწილად ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, ქვეყანაში კი ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგია.

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა კომპანიამ, რეორგანიზაციის შედეგად, 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც IDS Borjomi Georgia აცხადებს, რომ თანამშრომელთა ნაწილი ხელშეკრულების ახალ პირობებს არ დათანხმდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]