weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჩინეთში ტყით დაფარულ ქალაქს ააშენებენ

14:00 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

ჩინეთის მთიან რაიონ გუანსიში 30 ათასი მაცხოვრებლისთვის განკუთვნილ ქალაქს, სახელად ლუიჯოუს ააშენებენ, რომელშიც ყველა საცხოვრებელი სახლი ვერტიკალური ტყის პრინციპით გამწვანდება. „მწვანე ქალაქის“ არქიტექტორი ცნობილი იტალიელი დიზაინერი სტეფანო ბოერი იქნება, რომელიც ევროპაში აქამდე არსებული ვერტიკალური ტყეების ავტორია.

175 კვადრატულ ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელი საცხოვრებელი სახლები, ოფისები, სკოლები, საავადმყოფოები, სასტუმროები, რესტორნები და რკინიგზის სადგური მწვანით იქნება დაფარული - საერთო ჯამში ფასადებისთვის 40 000-მდე ხესა და 100-ზე მეტი სახეობის მილიონზე მეტ მცენარეს დარგავენ. „მწვანე ქალაქის“ თითოეული შენობა აღჭურვილი იქნება ჰაერის ფილტრაციისა და წყლის გაწმენდის საკუთარი სისტემით, ასევე მზის ბატარეებით.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ის ელექტრო ტიპის იქნება, ხოლო „გარე სამყაროს“ ქალაქი სწრაფი რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ აზიის პირველი ვერტიკალური ტყის გაშენება მიმდინარე წელს სწორედ ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ ნანკინში დაიგეგმა, რომლის ავტორიც ასევე სტეფანო ბოერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]