weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

12:32 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

ბათუმის დელფინარიუმის ბინადარ დელფინს მეტსახელად დანას, შვილი შეეძინა. როგორც დელფინარიუმში აცხადებენ, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია.

„ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დელფინმა დადგენილ ვადაში იმშობიარა. დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. უსაფრთხოების ნორმების გამო ისინი ცალკე აუზში იმყოფებიან. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია. ჩვეულებისამებრ, დაბადებისთანავე დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის, რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად სინქრონული ცურვა, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა თევზით კვებასაც დაიწყებს“, - აცხადებენ ბათუმის დელფინარიუმში.

ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი დელფინის სახეობა - აფალინა (Tursiops truncatus) შავ ზღვაში ბინადრობს. ის ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა.

აფალინას სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 35–40 წელია, თუმცა დელფინარიუმებში ისინი 50 წელზე მეტსაც ცოცხლობენ. მდედრი სქესმწიფობას აღწევს 5–12 წლის, მამრი 8–15 წლის ასაკში. მრავლდებიან გაზაფხულსა და ზაფხულში. დელფინის ორსულობა 12 თვეს გრძელდება, შობს ერთ ნაშიერს, იშვიათად ტყუპებსაც.

2011 წლიდან ბათუმის დელფინარიუმში 6 დელფინი დაიბადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]