weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

37 რეინჯერი დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

15:12 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. პროფესიული დღე ქართველ რეინჯერებს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიულოცა. სამინისტრომ 37 რეინჯერი დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

კომპენსაცია გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.

რეინჯერთა მსოფლიო დღე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ თუ გარდაცვლილ რეინჯერთა ხსოვნას ეძღვნება. ამ დღეს განსაკუთრებით წარმოაჩენენ და აღნიშნავენ იმ კრიტიკულ სამუშაოს, რომელსაც რეინჯერები ბუნების დასაცავად ასრულებენ.

რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, ეს დღე პირველად 2007 წელს აღინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]