weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლალისყურთან დაშავებული შველი იპოვეს

17:39 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

თელავის რაიონის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო გზასთან დაშავებული შველი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხოველს სამი კიდურის ღია მოტეხილობა აქვს, რაც სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

დეპარტამენტის ცნობით, შველის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო, შველის სხვა ადგილას გადაყვანა ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს ჰყავს შეფარებული და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შველს სავარაუდოდ მგელი მოსდევდა, რის გამოც ტყიდან საავტომობილო გზაზე გამოვიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და პოლიციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის, ასევე ცხოველის დაზიანების ფაქტზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]