weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ართანასა და თუშეთში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია, ხულოში წვიმს

11:00 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.

ცოცხალი ძალა განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძარის ცალკეული კერების დაქრობით სამუშაოებს. მეხანძრე-მაშველები, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებთან ერთად, წყლის ჭავლს იყენებენ. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, სადაც ამ დროისთვის წვიმს. მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის. კლიმატური პირობების გამო ავიაცია სამუშაოებში ამ ეტაპზე ვერ ერთვება. ადგილზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას.

„დღეს დილიდან მთაში წვიმს. დაეცა ტემპერატურა. არის საკმაოდ ძლიერი ნისლი. კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 50-მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]