სექტემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

სოფელ ხახაბოსთან და შავნაბადას მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია - შსს

17:36 - 10 სექტემბერი 2017 hits 164

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე ტყში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ნაწილი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა რჩება.

შავნაბადას მთაზე ტყეს ცეცხლი 3 სექტემბერს მოედო. ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი იყო ჩართული.

"რთული რელიეფის მიუხედავად, გაიჭრა გზები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ადგილზე შეყვანა მოხერხდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღეებში, ცეცხლის უმოკლეს დროში ლიკვიდაციის მიზნით, პროცესებში ჩაერთო 2 ვერტმფრენი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, მთის ფერდობზე არსებულ ტყეში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი სრულად ჩამქრალია. ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი დასრულდა. შსს-ს განცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი. შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ.

პრევენციის მიზნით, თუშეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა რჩება. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com