weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბაკურიანის ტყეში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და სახერხი დანადგარები აღმოაჩინეს

11:17 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

ბორჯომის რაიონში, ბაკურიანის ტყეში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და უკანონო სახერხი დანადგარები აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 52 მ3 წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი და 5 მ3 ფიცარი.

„ამავე ტერიტორიაზე, განთავსებული იყო 2 უკანონო სახერხი დანადგარი ლიანდაგითა და გენერატორით. აღნიშნული დანადგარები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]