weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა

12:17 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.

მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.

გემის კაპიტნებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]