ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

დახოცილი ქათმით და კვერცხით გარემოს დანაგვიანებისთვის კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა

17:27 - 19 ოქტომბერი 2017 hits 280

20 კილოგრამზე მეტი დახოცილი ქათმითა და გაფუჭებული კვერცხით გარემოს დანაგვიანების გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მეფრინველეობის მეურნეობა „საბუდარა“ 1000 ლარით დააჯარიმა.

ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნარჩენები ქალაქ რუსთავის შემოგარენში იყრებოდა, რის გამოც ადგილობრივ მცხოვრებლებს უსიამოვნო სუნი აწუხებდათ. თვითნებურად გაკეთებული ნაგავსაყრელის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ტელეკომპანიამ შეატყობინა.

„დადგინდა, რომ შპს „საბუდარამ“, რომელსაც გააჩნია ფრთოსანი ფრინველის ფერმა, გარემოში დახოცილი ქათმები და კვერცხი ღია წესით დაყარა. შედგა შესაბამისი ოქნი. აღნიშნული სამართალდარღვევა გამომდინარეობს ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლიდან და ითვალისწინებს 1000 ლარით დაჯარიმებას, ასევე დანაგვიანებული ადგილის დასუფთავებას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს იურისტმა, ზვიად ზვიადაურმა.

მისივე თქმით, კომპანიამ დანაგვიანებული ტერიტორია უკვე დაასუფთავა.

„საბუდარა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2014 წელს გაიხსნა. ინკუბატორის და საკვების მოსამზადებელი საწარმოს მშენებლობაზე 535 ათასი დოლარი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი