weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაცული ტერიტორიების რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

14:03 კვირა, 18 თებერვალი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მთავარი მიზანი რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

ხელშეკრულების თანახმად, 2018 წელს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 530 თანამშრომლისა და რეინჯერის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 100 000 ლარით დააფინანსებს.

ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა.

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კავკასიის ბუნების ფონდს მხარდაჭერისთვის. საქართველოს ბუნების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც, ძირითადად, დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაძლიერება და ამ მიმართულებით დონორების მხარდაჭერა  ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]