სექტემბერი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ზესტაფონში „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

19:01 - 24 თებერვალი 2018 hits 686

ზესტაფონში „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ფეროშენადნობი ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს და უამრავდაავადებას იწვევს.

„უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა. დაავადებულები არიან როგორც ბავშვები, ასევე შუახნის ასაკის ადამიანები. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის ფილტრების ჩართვა და მონიტორინგის დაწესება. გარემოს დაცვის ზედამხედველობის ინსპექცია უნდა გაუქმდეს მისი უფუნქციობისა და ზესტაფონის რეალობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კონსტანტინე ქათამაძემ.

„ზესტაფონი და მის ირგვლივ ყველა დასახლება დაბინძურებულია. საქონლის რძეშიც კი ამოვიდა, რომ ტყვიის შემცველობა მაღალია. ბავშვებში სიმსივნეა მოდებული, ფილტვების დაავადებებია გავრცელებული“, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

„ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტეს, რომ ფილტრები დაყენებულია და გამართულად მუშაობს. კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს ჰაერის მონიტორინგიც და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, 2017 წლის მაისში შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სასამართლოს თანხმობით სპეციალური მმართველი დანიშნა. სამინისტროს განმარტებით, არაერთი გაფრთხილების და დაჯარიმების მიუხედავად, კომპანიამ მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით მდგომარეობა არათუ გამოასწორა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]